ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან აქცია გაიმართა
22.01.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან აქცია გაიმართა. არჩევნების ბათილად ცნობა, საარჩევნო ადმინისტრაციის ხელახალი დაკომპლექტებ, და პოლიტპატიმრების გატავისუფლება-ეს ის სამი ძირითადი მოთხოვნაა რაც შეკრებილებმა გააჟღერეს. აქცია ორგანიზაცია დაიცავი არჩევანი და სამოქალაქო აქტივისტებმა გამართეს და აღნიშნეს რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება პროტესტს ყოველდღიურ ხასიათს მისცემენ.