გელათის ღვთისმშობლის ტაძრის დასავლეთის მკლავის ახალი დროებითი გადახურვა დასრულებულია
21.01.2021
უკან დაბრუნება
გელათის ღვთისმშობლის ტაძრის დასავლეთის მკლავის ახალი დროებითი გადახურვა დასრულებულია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სამონასტრო კომპლექსის სახურავისა და წყალგამტარი სისტემების მონიტორინგი.
‘’ევროპა ჩვენი სახლიას’’დამფუძნებლის ,თორნიკე ბარათაშვილის განცხადებით, შესრულებული სამუშაოების ხარისხზე საუბარი ნაადრევია, მას დადებითი მოლოდინები არ აქვს. ბარათაშვილი გელათის რეაბილიტაციის პროცესში უცხოელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვს.
ტაძრის დასავლეთის ნაწილის დროებითი თუნუქის გადახურვა რამდენიმე დღის წინ უამინდობის დროს დაზიანდა.