პროფესიული დღესასწაული მედიის წარმომადგენლებს ქუთაისის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს
21.03.2016
უკან დაბრუნება
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. ეს თარიღი 1993 წელს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით დაწესდა. პროფესიული დღესასწაული მედიის წარმომადგენლებს ქუთაისის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ფოიეში გამართულ ღონისძიებაზე მოეწყო ვიდეო რგოლის ჩვენება, რომელიც გარდაცვლილი ჟურნალისტების ხსოვნას მიეძღვნა.