შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებმა სულ დაახლოებით, 37.3 მლნ ლარი დახარჯეს
15.01.2021
უკან დაბრუნება
‘’საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებმა სულ დაახლოებით, 37.3 მლნ ლარი დახარჯეს, საიდანაც თითქმის ნახევარი - 17.1 მლნ ლარი „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოზე“ მოდის, 6 მლნ ლარის ხარჯით მეორე ადგილზეა „ლელო - მამუკა ხაზარაძე”, მესამეზე კი - საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 5.2 მლნ ლარით. შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტებმა სატელევიზიო რეკლამაზე ჯამში 12.6 მლნ ლარზე მეტი დახარჯეს, მათ შორის ყველაზე დიდი თანხა 4.5 მლნ ლარი მმართველმა პარტიამ გაიღო, მეორეზე კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ იყო 3.1 მლნ ლარით; კვლევასთან დაკავშირებით ჩვენ საერთაშორის გამჭირალობა საქართველოს საარჩევნო პროგრამების ხელმძღვანელს ვესაუბრეთ,მისი განმართებით,2020 წლის არჩევნებში მონმაწილე სუბიექტებისგან ერთადერთი პარტია რომლის ფინანსური ანგარიშები ოფიციალურად ცნობილი არ არის ‘’გირჩია’’.