21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის,, ორგანიზებით გასართობ ცენტრში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის ღონისძიება მოეწყო. აქციის ფარგლებში პატარებს საშუალება ჰქონდათ ერთი საათის განმავლობაში სხვადასხვა ატრაქციონებით ესარგებლათ.