დაუნის სინდრომის მქონე პირთა დღე მე-12 ბაგა ბაღში
21.03.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, დაუნის სინდრომის მქონე პირთა დღე მე-12 ბაგა ბაღში აღნიშნა, სადაც ამ სინდრომის მქონე პატარა აღსაზრდელი სწავლობს. ქუთაისის ხელისუფლების წარმომადგენლები პატარებთან ანიმაციური ფილმების გმირებთან და ნიღბების თეატრის მსახიობებთან ერთად მივიდნენ. დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ბაღის აღსაზრდელებმა თეატრალური წარმოდგენა იხილეს. ქუთაისის ბაგა-ბაღებში მსგავსი ტიპის აღსაზრდელებისადმი შესაბამისი ადაპტირებული გარემოა შექმნილი.