მთელი კვირის განმავლობაში იმერეთში ხანძრის რამდენიმე კერა იყო
09.01.2021
უკან დაბრუნება
მთელი კვირის განმავლობაში იმერეთში ხანძრის რამდენიმე კერა იყო. ყველაზე რთულად ვითარება წყალტუბოს რაიონი სოფელი ზარათში ფასდებოდა, სადაც 60-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობდა. ცეცხლი 70 ჰექტრამდე ტერიტორიას ეკიდა, იყო საშიშროება,რომ მოსახლეობამდე მივიდოდა, თუმცა მეხანძრეებმა მისი ლოკალიზება შეძლეს. მობილიზებული იყო მეხანძრე- მაშველთა პირადი შემადგენლობა და 9 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა
ასევე ხანძარი იყო ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეტში, იწვოდა ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი და ბუჩქები.
ადგილზე მობილიზებული იყო 5 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველითა პირადი შემადგენლობა.
ხანძრის კერა იყო ბაღდადშიც. იწვოდა ტყის ქვედა საფარი,
ცეცხლის კერები იყო ხარაგაულში, სოფელ ნადაბურსა და ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხდა.