შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებლის გადახურვის სამუშაოებს გაეცნო
08.01.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მონიტორინგის ფარგლებში ადგილზე გაეცნო იმ სახლებზე ჩატარებულ სამუშაოებს, რომლებიც ქუთაისის მერიის „ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ინდივიდუალური საცხოვრებლების გადახურვის პროგრამით“ გადაიხურა. აღნიშნული პროგრამით, 2020 წელს შეირჩა 23 ოჯახი, რომელთა სარეიტინგო ქულა 65000-ზე ქვემოთაა. გასულ წელს გადაიხურა 9 სახლი, დანარჩენი კი მიმდინარე წელს დასრულდება. შეიცვალა როგორც ხის მასალა, ასევე თუნუქი, ძაბრები და მილები. სოციალურად დაუცველთა სახლების გადახურვისთვის სულ 370 ათასამდე ლარია გამოყოფილი.