შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში ჯაილოვას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
08.01.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში ჯაილოვას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, სამუშაობი დასკვნით ეტპაზეა, ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. გზაზე იგება ასფალტის საფარი, კეთდება გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „ ორიენტირი“ ასრულებს. „ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, ქუთაისში 32 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, მათ შორის ორი ცენტრალური - აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩების. ამ ქუჩებზე, საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად,სრულად მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემები, ბორდიურები, ტროტუარები. ამ დროისთვის რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა 10 ქუჩას.