ქუთაისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში , საშობაო ალილო წელს განსხვავებულად აღინიშნა
08.01.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში , საშობაო ალილო წელს განსხვავებულად აღინიშნა . სასულიერო პირები ქალაქის ცენტრში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიასთან შეიკრიბნენ და ნობათები შეაგროვეს.
სასულიერო პირებმა დღის მანძილზე ავტომობილებით ქუჩები მოიარეს ნაკურთხი წყალი აპკურეს და მოსახლეობა დალოცეს . შეგროვებული ნობათები მოხუცთა თავშესაფარსა და ბავშვთა სახლებს დაურიგდება.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, წელს ალილო ტრადიციული ფორმით არ გაიმართა.