21 მარტი ”მზის შვილების” საერთაშორისო დღეა. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600 - 800 ახალშობილიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. ამ დაავადების მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში ერთნაირი სიხშირით ვლინდება. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისის, განათლების, განვითარების დასაქმების, ჯადოსნური სამყაროს დრის ცენტრში იმერეთის, მხარის, რწმუნებულ გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ ცენტრის აღსაზრდელებს დღევანდელი დღე ტკბილეულით მიულოცა, ღონისძიების დასასრულს ქუთაისის მე 17 საჯარო სკოლამ პედაგოგების ხელმძღვანელობით თოჯინური სპექტაკლი წარმოადგინა.
2011 წლის 10 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ. 2012 - 2013 წელს ეს დღე განათლების უფლებას, 2014 წელს შრომის უფლებას, ხოლო წელს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების საჭიროებებს, უფლებებსა და მათზე წვდომას ეძღვნება.”ცვენ არ ვითვლით ქრომოსომებს”