შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



არასამთავრობო ორგანიზაციის "ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის" წევრები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში ჩავიდნენ და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოლიდარობა გამოუცხადეს
06.01.2021
უკან დაბრუნება
არასამთავრობო ორგანიზაციის "ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის" წევრები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში ჩავიდნენ და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. მათი თქმით, გიგანტური ჰესი საფრთხეს უქმნის, როგორც მოსახლეობას, ასევე გარემოს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდებენ. რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილი 73-ე დღეა ჰესის მშენებლობას უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებს.აქციას პარტია თავისუფალი საქართველოს წევრი გოგი წულაიაც შეუერთდა.