ჟურნალისტი ელისო კილაძე გეგუთის კოლონიიდან პატიმრების გაყვანის შესახებ საუბრობს
06.01.2021
უკან დაბრუნება
ჟურნალისტი ელისო კილაძე გეგუთის კოლონიიდან პატიმრების გაყვანის შესახებ საუბრობს.
,,ქრონიკა პლიუსის,, რედაქტორი პატიმარ კახაბერ ტორჩინავას ოჯახის წევრისგან მიღებულ ინფორმაციას ასაჯაროებს. მისი თქმით, კოლონიაში კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, წუხელ ღამით იყო ბუნტი, რის შემდეგაც ადმინისტრაციამ ციხიდან პატიმრების გაყვანა დაიწყო.
კილაძე მიმართავს ადვოკატებს, შევიდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში და ზუსტი ინფორმაცია გამოიტანონ.