შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია საქართველოს მოქმედ ტაძრებში 23:00 საათიდან დაიწყება
06.01.2021
უკან დაბრუნება
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია საქართველოს მოქმედ ტაძრებში 23:00 საათიდან დაიწყება. საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული რეკომენდაციები, კერძოდ, ტაძარში ყოფნისას აუცილებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება. ცნობისთვის, დღეს, 6 იანვარს, 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა არ იმოქმედებს. გამონაკლისი საშობაო ლიტურგიის გამო დაიშვება.