შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
06.01.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ავარია ავტომშენებლის გამზირზე მოხდა. ქალი, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა, ბენზინმზიდ სატვირთოს დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესი დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.