შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს 29 წელი შესრულდა მას რაც ზვიად გამსახურდიამ უზენაესი საბჭოს შენობა დატოვა
06.01.2021
უკან დაბრუნება
დღეს 29 წელი შესრულდა მას რაც ზვიად გამსახურდიამ უზენაესი საბჭოს შენობა დატოვა და ხელისუფლება დაემხო. ტარიღთან დაკავშირებით ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, 9 აპრილის მემორიალთან მრგვალი მაგიდის ყოფილი წევრები შეიკრიბნენ. 1992 წლის 6 იანვარს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და მისი მთავრობის წევრებმა ალყაშემორტყმული პარლამენტის შენობიდან გააღწიეს და აზერბაიჯანში გაიქცნენ, თუმცა იქ მათ თავშესაფარი არ მიიღეს. გამსახურდია მცირე ხნით მიიღო სომხეთმა და უარი განაცხადა მის ექსტრადიციაზე საქართველოში. ხოლო მოგვიანებით, საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, სომხეთის მთავრობამ გამსახურდიას საშუალება მისცა, გაქცეულიყო ჩეჩნეთში, სადაც მას ჩეჩნეთის ლიდერმა ჯოხარ დუდაევმა თავშესაფარი შესთავაზა.