შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წელს ქუთაისში , ისევე როგორც მთელ საქართველოში ალილოს ტრადიციული მსვლელობა არ მოეწყობა
06.01.2021
უკან დაბრუნება
წელს ქუთაისში , ისევე როგორც მთელ საქართველოში ალილოს ტრადიციული მსვლელობა არ მოეწყობა.პანდემიიდან გამომდინარე ტრადიციული საზეიმო მსვლელობა ,რომელსაც უფრო სადღესასწაულო ელფერი, უწმინდესის კურთხევით 2000 წლიდან მიეცა, გაუქმებულია. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ალილო“ წელს პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, სახეცვლილად ჩატარდება: არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.