სუპერლიგის -22ტურში ქუთაისმა თბილისის "მგზავრები'' დაამარცხა და სუპერ ლიგის ლიდერად დარჩა. თამაში ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა ქუთაისელებმა მესამე პერიოდში მასპინძლებზე უპირატესობა 13 ქულით მოიპოვეს თუმცა სიტუაცია მალე შეიცვალა და ანგარიში გათანაბრდა.ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. შეხვედრის 40 წუთის თავზე ფრე - 73:73 დაფიქსირდა და დაპირისპირება ოვერტაიმში გადავიდა, სადაც მასპინძლებმა მეტი მობილიზება გამოავლინეს და გამარჯვება შეძლეს.საბოლოო ანგარიში - 85:81 ქუთაისელთა წარმატებით დასრულდა.. გამარჯვებულთაგან 17 ქულით ბომბარდირი ივან მიკულიჩი გახდა, ხოლო ძმებმა - დავით და გიორგი ბარბაქაძეებმა ორმაგი დუბლები მიითვალეს.