კორონავირუსით ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი,პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე გარდაიცვალა
04.01.2021
უკან დაბრუნება
კორონავირუსით ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი,პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა და თბილისში,ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ტარიელ ფუტკარაძე გუშინ გარდაიცვალა ის 60 წლის იყო.
ის იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი.
მუშაობდა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, 2011 წლიდან იყო საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი.
არის ენათმეცნიერული ხასიათის 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის და 300-ზე მეტი პუბლიცისტური წერილის ავტორი. ,,დღის ამბებთან,, ტარიელ ფუტკარაძეს მეგობრები და კოლეგები იხსენებენ.