შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის მასშტაბით დღეს კოვიდ 19-ის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
04.01.2021
უკან დაბრუნება
იმერეთის მასშტაბით დღეს კოვიდ 19-ის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი გოჩა გიორგიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ დღეიდან საქართველოში გაფართოებული ტესტირება იწყება. გაიტესტებიან როგორც სიმპტომიანი ასევე უსიმპტომო მოქალაქეები, რომელსაც ქონდათ კონტაქტი ინფიცრებულთან. გიორგიძის განცხადებით, ბოლო დღეებში ვირუსის შემთხვევების კლების დინამიკა შეინიშნება, რაც ახალი წლის დღეებში დაბალ მიმართვიანობას და სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს უკავშირდება.