თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქუთაისელი ბექა ლომთაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა
30.12.2020
უკან დაბრუნება
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქუთაისელი ბექა ლომთაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა. საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში თბილისში მიმდინარეობდა. 10 წონით კატეგორიაში სპორტსმენები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ასპარეზობდნენ. აღსანიშნავია, რომ თითოეუმა სპორტსმენმა შეჯიბრში მონაწილეობისთვის კორონავირუსზე წინასწარ გაიარა ტესტირება. აიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს იმასაც, რომ დღეს თბილისში საქართველოს პირველობის ფინალი ბერძნულ- რომაული სტილით ჭიდაობაში იმართება, სადაც მსოფლიოსა და ევრპის ჩემპიონები ზვიად პატარიძე და გურამ ხეცურიანი მონაწილეობენ, კობა ფხაკაძის თქმით არსებობს დიდი მოლოდინი და იმედი იმისა, რომ დღეს ისინი ოქროს მედლს მოიპოვებენ