შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქუთაისს დღეს 36 ავტობუსი გადასცა
26.12.2020
უკან დაბრუნება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქუთაისს დღეს 36 ავტობუსი გადასცა. ამ ეტაპისთვის, ქალაქს, ჯამში, 50 მგზავრზე გათვლილი 30 ახალი ავტობუსი და 83 მგზავრზე გათვლილი 6 ახალი ავტობუსი ყავს. ყველა სატრანსპორტო საშუალება სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში, 18.7 მილიონ ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას. ქუთაისს ამ პროგრამის ფარგლებში საბოლოოდ 60 ავტობუსი გადაეცემა. ყველა ახალი ავტობუსი ჩაერთვება ქალაქის სატრანსპორტო ქსელში და ქუთაისში ყველაზე დატვირთულ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს ჩაანაცვლებს.