ქუთაისში შპს ,,იმერეთის" ბაზრობის მოვაჭრების პროტესტი გრძელდება
26.12.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში შპს ,,იმერეთის" ბაზრობის მოვაჭრების პროტესტი გრძელდება.მათ აქცია დღესაც გამართეს. ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ . მოვაჭრეების თქმით, ბაზრობაზე დისტანციის და ყველა რეგულაციის დაცვა შესაძლებელია, მთავრობამ კი მათთვის გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო. აქციის მონაწილეები ამბობენ,რომ საახალწლოდ ყველანაირი შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ასეულობით ადამიანი იძულებულია ქუჩაში გამოვიდეს. მოვაჭრეები გაცილებით ფართო მაშტაბიან საპროტესტო აქციებს აანონსებენ.