ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე განათდა. ცერემონიალი, კომენდანტის საათის დროს,ხალხმრავლობისა და საზეიმო ღონისძიებების გარეშე გაიმართა. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ნაძვის ხე ქუთაისელ მედიცინის მუშაკებთან ერთად აანთო.ქალაქის მთავარი ნაძვის ხე სიმბოლური სახელწოდებით ,,ყინულის დედოფალი,, ბაგრატის ტაძრის ორნამენტების მიხედვითაა შექმნილი.