შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



100 000 ლარის ხარჯი ერთ თვეში-გიგა შუშანიამ ტურიზმის ცენტრის ხარჯები გაასაჯაროვა
26.12.2020
უკან დაბრუნება
100 000 ლარის ხარჯი ერთ თვეში-გიგა შუშანიამ ტურიზმის ცენტრის ხარჯები გაასაჯაროვა.პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, ქუთაისის საკრებულოს წევრმა დღეს ბრიფინგი გამართა.ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ჯამში, მარტო დეკემბერში ტურიზმის ცენტრმა 100 000 ლარამდე დახარჯა, 2020 წელს კი - 760 000 ლარი. გიგა შუშანიამ მედიას კონკრეტული ციფრები წარუდგინა.აღნიშნულ ბრალდებას უადგილოს და პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებს ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი. ტატო ლილუაშილის განმარტებით ის ვრცელ კომენტარს უახლოეს პერიოდში გააკეთებს.