დღეს ქრისტიანული სამყარო შობას აღნიშნავს. კათოლიკურ სამყაროსტან ერთად შობის დღესასწაულს მართლმადიდებლური ეკლესიების ნაწილიც ზეიმობს. შესწორებული ახალი კალენდარული სტილით 25 დეკემბერს ქრისტეს შობას აღნიშნავს ათი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია: კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ალბანეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის, ამერიკისა და კანადის.
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია კი სხვა ხუთ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად -იერუსალიმის, რუსეთის, სერბეთის, პოლონეთის, უკრაინის; ასევე ათონის წმინდა მთა ძველი კალენდარული სტილით, ანუ 7 იანვარს ზეიმობს ქრისტეს შობას . თეოლოგი ლაშა შერვაშიძე დეისაძე განმარტავს,რომ მსგავსი სხვაობა კალენდარულმა რეფორმამ, განაპირობა .