შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს ქუთაისში პირველი თოვლი მოვიდა
24.12.2020
უკან დაბრუნება
დღეს ქუთაისში პირველი თოვლი მოვიდა. მცირე ნალექს ქალაქში პრობლემები არ შეუქმნია. ააიპ ,,სპეციალურ სერვისებში,, აცხადებენ, რომ ამინდის გაუარესების შემთხვევაში სრულ მზადყოფნაში არიან. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი მჟავანაძე ამბობს, მობილიზებულია რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა, ტექნიკური მარილი და ინერტული მასალა.