დეპუტატებმა დღეს პენტაგონის ანგარიშთან ერთად კომენტარი კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკების ფორმატზეც გააკეთეს
18.03.2016
უკან დაბრუნება
ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ახალ ანგარიშის, იმ პუნქტზე სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სუვერენიტეტის დარღვევას, ქართველი პოლიტიკოსები კომენტირებენ, რომ ეგრედწოდებული ცივი ომის შემდეგ რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობაში პროგრესი შეინიშნებოდა, თუმცა რუსეთს ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო წესრიგის დარღვევა სურს.
დეპუტატებმა დღეს პენტაგონის ანგარიშთან ერთად კომენტარი კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკების ფორმატზეც გააკეთეს და განმარტეს, რომ ნებისმიერი სახის შეხვედრისას გათვალისწინებული უნდა იყოს ქართული მხარის ინტერესებიც და ამ მოლაპარაკებებში ჩართული უნდა იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები.
დეპუტატები თვლიან, რომ მეგობარმა ქვეყნებმა რუსეთს სისტემატურად უნდა შეახსენონ ის ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც მიტაცებული აქვს.