ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კოვიდ კლინიკა 20 ოქტომბრიდან ფუნქციონირებს და ის 16 პაციენტეზეა გათვლილი
23.12.2020
უკან დაბრუნება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კოვიდ კლინიკა 20 ოქტომბრიდან ფუნქციონირებს და ის 16 პაციენტეზეა გათვლილი. ამ დროისთვის კლინიკა სრულად შევსებულია. საერთო ჯამში, სამედიცინო დაწესებულებაში 120 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ხარაგაულის კოვიდ კლინიკის მენეჯერის მაკა ქასრაშვილის ინფორმაციით ამ ეტაპზე კლინიკაში დაინფიცირებული მედ პერსონალი არ ჰყავთ. კლინიკაში ამ დრომდე კოვიდ 19-ით მხოლოდ ერთი გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.