ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, პოლიციისა თანამშრომლებთან ერთად , გარე ვაჭრობის რეგულირების მიზნით , მორიგი მონიტორინგი ამჯერად ჭავჭავაძის გამზირზე განახორციელეს
23.12.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, პოლიციისა თანამშრომლებთან ერთად , გარე ვაჭრობის რეგულირების მიზნით , მორიგი მონიტორინგი ამჯერად ჭავჭავაძის გამზირზე განახორციელეს. სამსახურის თანამშრომლებმა გარე ვაჭრობა ე.წ. „კეჩის“ ბაზრობის მიმდებარედ აღკვეთეს. მონიტორინგის შედეგად , მოვაჭრეები ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამასთან , ბაზრის ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას, რომ მოქალაქეები, რომლებიც ბაზრის შიდა ტერიტორიაზე შევლენ , საახალწლო პერიოდში მოსაკრებლის მხოლოდ ნახევარს გადაიხდიან. ზედამხედველობის სამსახური, საახალწლო დღეებში, მსგავს ერთობლივ მონიტორინგს ყოველდღიურად განახორციელებს.