ქუთაისის 37 საბავშვო ბაღის 8 234 -ი აღსაზრდელი საახალწლო ნობათს დღეიდან მიიღებს
23.12.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის 37 საბავშვო ბაღის 8 234 -ი აღსაზრდელი საახალწლო ნობათს დღეიდან მიიღებს . 4 დასახელების პროდუქტთან ერთად მოზარდებს ტკბილეულიც გადაეცემათ .
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომლის მიხედვითაც პროდუქტებში კარტოფილი გაფუჭებული იყო.
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი უხარისხო პროდუქტის შეძენას გამორიცხავს და მომხდარს შემთხვევითობას უწოდებს. დავით წიტაიშვილის თქმით შესაძლოა, შეფუთვაში რამდენიმე გაფუჭებული კარტოფილი მართლაც მოხვდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაერთიანება ცუდ პროდუქტს ყიდულობს.
აღსანიშნავია, რომ აღსაზრდელებს იანვრის თვეში 9 დასახელების პროდუქტი დაურიგდებათ