შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში სავაჭრო ცენტრი "გრანდმოლი" ხვალ დილით 7 საათზე პირველ 100 მომხმარებელს მიიღებს
23.12.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში სავაჭრო ცენტრი "გრანდმოლი" ხვალ დილით 7 საათზე პირველ 100 მომხმარებელს მიიღებს ,რაოდენობა სავაჭრო ცენტრის ფართობიდან გამომდინარე განისაზღვრა,როგორც ცენტრის მმართველი ნატო დანელია აცხადებს, რეგულაციებს მკაცრად დაიცავენ და გაკონტროლდება რიგები. სავაჭრო ცენტრი მომხმარებელს გასახდელების გარეშე მოემსახურება. გუშინ გრანდმოლის ხელმძღვანელობა შიშობდა რომ ამ რეგულაციების დაცვით ობიექტის გახსნა მთელ რიგ სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული თუმცა დღეს გახსნის გადაწყვეტილება თანამშრომლებთან გამართული კონსულტაციის შემდეგ მიიღეს.