ქუთაისის მერი მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, გამარჯვების ტერიტორიულ ერთეულში იმყოფებოდა
23.12.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერი მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, გამარჯვების ტერიტორიულ ერთეულში იმყოფებოდა. იოსებ ხახალეიშვილი ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლებს იმ ინიციატივაზე ესაუბრა, რომელიც პანდემიის პერიოდში მოსახლეობასთან კომუნიკაციის მოქნილ ფორმებს გულისხმობს.
მოქალაქეებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არსებობის პირობებში, მერიაში მისვლა არ დასჭირდებათ, ყველა სერვისს ტერიტორიულ ერთეულში, უბნების მიხედვით მიიღებენ. ქალაქის მერმა ჯავახიშვილის 73 ნომერში მიმდინარე სტადიონის მშენებლობის პროცესიც დაათვალიერა.