მომზადდა თუ არა 17 მარტს ქუთაისის ბაგა-ბაღებში მწერებიანი ჰერკულესის ფაფა
18.03.2016
უკან დაბრუნება
სააგენტო ,,ქუთაისითუდეი"-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 17ტ მარტს ქუთაისის ბაღებში მწერებიანი ჰერკულესის ფაფა მომზადდა.
მასალა სააგენტოს ქუთაისის ნომერ პირველი ბაღის ყოფილმა დირექტორმა ზაალ ხონელიძემ მიაწოდა.
ხონელიძეს ჩვენი გადამღები ჯგუფიც გაესაუბრა.როგორც თავად აღნიშნეს ამ ფაქტის შესახებ ცნობილი მისთვის გახდა, როცა ბავშვებმა საკუთარ თეფშში მწერები აღმოაჩინეს და უარი თქვეს ფაფის მირთმევაზე.
ნომერ პირველი ბაღის ყოფილი დირექტორი აღნიშნავს, რომ უკვე თვეებია, რაც ქუთაისის ბაღებში უხარისხო საკვები ხშირად შედის.
ხონელიძის ბრალდებებს პასუხობენ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში. ადმინისტრაციის განცხადებით, გარდა იმისა, რომ საკვების უვნებლობაზე რამდენიმე სტრუქტურაა პასუხისმგებელი, ამ პროცესის მონიტორინგს სურვილის შემთხვევაში თავად მშობლებიც ახორციელებენ.
არსებობს წუნდების წიგნი სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ საკუთარი შენიშვნები დააფიქსირონ, რაც ჯერ-ჯერობით არ მომხდარა, თუმცა, თუ მსგავსი ფაქტი დადასტურდება ადმინისტრაცია პასუხისმგებელი პირების საკითხს აუცილებლად დააყენებს.