ბაღდათის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე კორონავირუსის 404 აქტიური შემთხვევაა
22.12.2020
უკან დაბრუნება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე კორონავირუსის 404 აქტიური შემთხვევაა. სულ მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ით 962 პაციენტს აქვს დადასტურებული, აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 558 ,ხოლო თვითიზოლაციაში 198 ადამიანი იმყოფება. დღეს ბაღდათში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ხოლო პანდემიიდან დღემდე ჯამში 11 ადამიანი დაიღუპა.
ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში მედიკოსებს შორის ინფიცირებული არც ერთი ექიმი არაა.
რაც შეეხება ხარაგაულს, მუნიციპალიტეტში დღეს კორონავირუსის მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა. სულ რეგიონში 354 ფაქტია გამოვლენილი. ბოლო 24 საათში გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა, პანდემიიდან დღემდე კი სულ 7 პაციენტი დაიღუპა .
სტაციონარში ხარაგაულის მკვიდრი 10ადამიანი მკურნალობს, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.