ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა არ აღდგება
22.12.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა არ აღდგება.ქუთაისის მსგავსად 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე დიდ ქალაქებში - საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება კიდევ 7 დიდ ქალაქში . ასევე კვლავ აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.
შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ასევე ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა . . გამონაკლისი კი მხოლოდ ახალ წელს და შობას დაიშვება.