ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, საპატრულო პოლიცის თანამშრომლებთან ერთად გარე ვაჭრობის აღკვეთის მონიტორინგის მიზნით მორიგი შემოვლა განახორციელა
21.12.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, საპატრულო პოლიცის თანამშრომლებთან ერთად გარე ვაჭრობის აღკვეთის მონიტორინგის მიზნით მორიგი შემოვლა განახორციელა. ქალაქის ცენტრალურ ბაზართან მათ გარე ვაჭრობის ფაქტები აღკვეთეს და მოვაჭრეები ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამასთან ბაზრის ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას, რომ მოვაჭრეები, რომლებიც ბაზრის შიდა ტერიტორიაზე შევლენ, საახალწლო დღეებში გადასახადის მოსაკრებლის მხოლოდ ნახევარს გადაიხდიან. გარე ვაჭრობის აღკვეთის მიზნით წინა საახალწლო დღეებში მსგავსი მონიტორინგი პერიოდულად განხორციელდება. ვიდეო მასალა ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ გაავრცელა.