შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



არჩევნების შეჯამებიდან 15 დღის ვადაში პოლიტიკურ სუბიექტებს სააგიტაციო მასალების ჩამოხსნა ევალებათ
21.12.2020
უკან დაბრუნება
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მერვე პუნქტის მიხედვით, არჩევნების შეჯამებიდან 15 დღის ვადაში პოლიტიკურ სუბიექტებს სააგიტაციო მასალების ჩამოხსნა ევალებათ. სააგიტაციო მასალების ჩამოხსნის ვადა 18 დეკემბერს ამოიწურა. ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წევრის ირაკლი კიკვაძის თქმით ქალაქის მასშტაბით სააგიტაციო მასალები სულ ოთხ ლოკაციაზე განათავსეს და პარტიამ მისი დემონტაჟიც კანონით გათვალისწილებულ ვადაში მოახდინა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგა შუშანია აღნიშნავს, რომ ამომრჩეველთან მიმართებაში კარ-და-კარის პრინციპი გაცილებით ეფექტურია, შესაბამისად პარტიამ სააგიტაციო მასალებსა და ბანერებზე უარი თქვა და შესაბამისად არც განუთავსებიათ. რა წერია კანონში დეტალურად იურისტი განმარტავს