ქუთაისის საკრებულოს ოპოზიცია ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს
21.12.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიცია ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, წევრის ბესიკ ბრეგაძის განცხადებით, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ფულის საჭრელი მანაქანა იქნება და არა ქალაქის განვიტარებაზე ორიენტირებული,ხოლო ,, ევროპული საქართველოს,, წევრი კოტე რატიანი ბიუჯეტის პროექტს ქართული ოცნების საარჩევნო თარგზე მორგებულს უწოდებს.
რაც შეეხება ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის პოზიციას, განმარტავენ, რომ ამ დროისთვის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.