სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოფენა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში
18.03.2016
უკან დაბრუნება
2016 წლის 20 მარტს 11:00-17:00-სთ-მდე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში იტალიური წარმოების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოფენას გამართავს.ღონისძიებაში მსოფლიოში ცნობილი ფირმები მიიღებენ მონაწილეობას.ადგილზე მისულ სტუმრებს თანამედროვე სტანდარტების მქონე ტექნიკის დათვალიერებისა და იტალიური მწარმოებლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ.ღონისძიების მიზანს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და ამ სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა წარმოადგენს.სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოფენას დაესწრებიან:საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი,სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები,სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორები,იტალიის ელჩი საქართველოში,მეწარმეები და სხვა დაინტერესებული პირები.