ქუთაისის მუნიციპლიტეტს, ევროპის საბჭოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი
18.12.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მუნიციპლიტეტს, ევროპის საბჭოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი.
შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ქუთაისში ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების საკონსულტაციო ფორუმი ჩატარდება, ხელი ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა და EPA- ს აღმასრულებელმა მდივანმა სტეფანო დომინიონიმ მოაწერეს.
ევროპის საბჭოს პროგრამა კულტურული მარშრუტების შესახებ ეროვნული, რეგიონალური და ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ფორუმი ქუთაისში 2021 წლის 29 სექტემბერს დაიწყება და 1 ოქტომბერს დასრულდება.