საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მერვე პუნქტის მიხედვით, არჩევნების შეჯამებიდან 15 დღის ვადაში პოლიტიკურ სუბიექტებს სააგიტაციო მასალების ჩამოხსნა ევალებათ
18.12.2020
უკან დაბრუნება
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მერვე პუნქტის მიხედვით, არჩევნების შეჯამებიდან 15 დღის ვადაში პოლიტიკურ სუბიექტებს სააგიტაციო მასალების ჩამოხსნა ევალებათ. 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილის თქმით სააგიტაციო მასალის კონკრეტულ ვადაში არ ჩამოხსნის შემთხვევაში პოლიტიკურ სუბიექტებს წერილობითი გაფრთხილება მისდით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150ე მუხლის თანახმად ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც სააგიტაციო მასალის დემონტაჟი არ მოუხდენია ფულად ჯარიმას დაექვემდებარებიან .პოლიტიკურ სუბიექტებს სააგიტაციო მასალის ჩამოსახსნელად ვადა დღეს ეწურებათ, საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა რაც კანონდამრღვევ სუბიექტებს გარემოს იერსახის დამახინჯებისთვის დაეკისრებათ.