შემზარავი ავარია მოხდა დღეს დილით ქუთაისთან ახლოს
17.12.2020
უკან დაბრუნება
შემზარავი ავარია მოხდა დღეს დილით ქუთაისთან ახლოს . ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.
ავარია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საავტომობილო გზაზე მოხდა. მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვეღარ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. გარდაცვლილია მძღოლი და ორი მგზავრი- 16 წლის მოზარდი და მისი მშობლები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო