ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პლეიოფის პირველ შეხვედრას თბილისის ტექნიკურმა ცენტრმა ,,ბასამ“ უმასპინძლა
16.12.2020
უკან დაბრუნება
ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პლეიოფის პირველ შეხვედრას თბილისის ტექნიკურმა ცენტრმა ,,ბასამ“ უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი ,,გაგრა“ ,,ქუთაისის ტორპედოს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ტორპედოელთა უპირატესობით წარიმართა და შესაბამისად, ორით ნოლი მათივე გამარჯვებით დასრულდა. ტორპედოელთაგან გოლები ივანიშვილმა და ნადარაიამ გაიტანეს. განმეორებითი შეხვედრა 19 დეკემბერს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.