2020 წელს ქუთაისში აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე 138 ბენეფიციარის რეაბილიტაცია თვითმმართველობამ 603 ათასი ლარით დააფინანსა
12.12.2020
უკან დაბრუნება
2020 წელს ქუთაისში აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე 138 ბენეფიციარის რეაბილიტაცია თვითმმართველობამ 603 ათასი ლარით დააფინანსა, მომდევნო წელს კი ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნული მიმართულებით ბიუჯეტის გაზრდას 177 ათასი ლარით გეგმავს. პროექტის ფარგლებში დაფინანსებულია ქცევის თერაპია, არტ თერაპია, ოკუპაციური თერაპია და ფიზიკური თერაპია, ბენეფიციარებს უტარდებათ როგორც ინდივიდუალური ასევე მცირე ჯგუფური სეანსები.