ქუთაისში ძლიერი ქარის გამო, ჭავჭავაძის გამზირზე ხე წაიქცა
12.12.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში ძლიერი ქარის გამო, ჭავჭავაძის გამზირზე ხე წაიქცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ეზოს ინფრასტრუქტურა. ამ დროისთვის, ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.ააიპ სპეციალური სერვისების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის,გიორგი მჟავანაძის თქმით ქარის შედეგად რაიმე სახის დაზიანების შემთხვევაში მოქალაქემ უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე 595097871,რასაც მყისიწრი რეაგირება მოჰყვება. სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარემ, შესაძლოა, 30 მ/წმ-ს მიაღწიოს.