გაზაფხულის დადგომასთან ერთად სხვადასხვა სახის ვირუსული ინფექციები იჩენს თავს
18.03.2016
უკან დაბრუნება
გაზაფხულის დადგომასთან ერთად სხვადასხვა სახის ვირუსული ინფექციები იჩენს თავს. ქუთაისის N1-ლი პირველადი ჯანდაცვის ცენტრის პედიატრის გიული ჭეიშვილის თქმით ამ ეტაპზე 0 დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ძირითადად ჩუტყვავილას ინფექციაა გავრცელებული,თუმცა ხშირია მიმართვიანობა მაღალი სიცხის,ხველებისა და ყელის ტკივილის შემთხვევებითაც.ექიმები დაავადების თავიდან აცილების მიზნით ჰიგიენური ნორმების დაცვას,ხელების ხშირად დაბანას და ოთახის განიავებას გვირჩევენ.