„კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსული ინფექციისგან 7 ჩვილი გამოჯანმრთელდა
11.12.2020
უკან დაბრუნება
„კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსული ინფექციისგან 7 ჩვილი გამოჯანმრთელდა. მათგან ყველაზე პატარა 14 დღის, ხოლო ყველაზე დიდი ერთი თვის ასაკის არის. ჩვილების ნაწილი კლინიკაში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან, ნაწილი საცხოვრებელი სახლებიდან გადმოიყვანეს. მათი დაინფიცირება დედასთან კონტაქტს უკავშირდება. ამ დროისთვის კოვიდცენტრში 7 ინფიცირებული ჩვილი რჩება. მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.