ცხაკაის სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრს, რომელიც 287 საწოლზეა გათვლილი , ჰიბრიდული ტიპის კლინიკის სტატუსი სამი დეკემბერს მიენიჭა
10.12.2020
უკან დაბრუნება
ცხაკაის სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრს, რომელიც 287 საწოლზეა გათვლილი , ჰიბრიდული ტიპის კლინიკის სტატუსი სამი დეკემბერს მიენიჭა. კლინიკის დირექტორის ანგელინა ორჯონიკიძის განცხადებით საავადმყოფოში კოვიდ პაციენტებისთვის 42 საწოლია გამოყოფილი - აქედან 24 მოზრდილებისთვის , რვა ბავშვებისთვის, ხოლო რენიმაციაში 10 პაციენტის მკურნალობაა შესაძლებელი . 3 დეკემბრიდან დღემდე ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, ერთი პაციენტი გარდაიცვალა.