შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



2 დეკემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური ტესტირების პროგრამა მოქმედებს
10.12.2020
უკან დაბრუნება
2 დეკემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური ტესტირების პროგრამა მოქმედებს. ყოველდღიურად დაახლოებით 20 ათასი ტესტი გააკეთდება. ამას ემატება კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ ჩატარებული ბიოლოგიური ნიმუშის კვლევაც. განსაკუთრებით გაფართოვდა ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება შესაძლებელია ტესტის ჩატარებიდან 20 წუთის განმავლობაში.საკითხთან დაკავშირებით ჩვენ #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს ვესაუბრეთ.გიორგი მიმინოშვილის განმარტებით სავარაუდო ინფიცირებულებს ტესტირება სიმპტომების მიხედვით უტარდებათ.მისივე თქმით კლინიკაში ტესტირებას ორი ბრიგადა აკეთებს და დღის განმავლობაში დაახლოებით 100მდე ტესტი კეთდება.,საყოველტაო ტესტირების პროგრამა 1-ელ თებერვლამდე იმოქმედებს.